პსჟ-მ ნეიმარს აცნობა, რომ ახალ სეზონში მის გამოყენებას არ აპირებს #1TVSPORT
პსჟ-მ ნეიმარს აცნობა, რომ ახალ სეზონში მის გამოყენებას არ აპირებს #1TVSPORT

ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა, შესაძლოა, ზაფხულში „პარი სენ-ჟერმენი“ დატოვოს, – ამის შესახებ წერს ესპანური გაზეთი El Pais.

აღნიშნავენ, რომ პარიზული კლუბის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ ბრაზილიელის გარემოცვას და უკმაყოფილება გამოთქვეს. მათ დაარწმუნეს ნეიმარის მხარე, რომ მომავალ სეზონში ბრაზილიელზე აქცენტის გაკეთებას არ აპირებენ.

„ნეიმარს არ უყვარს ვარჯიში. მრავალი წლის განმავლობაში ის ზედმეტი სამი-ოთხი კილოგრამით თამაშობდა. მატჩების დროს პასიურობას იჩენდა და უარს ამბობდა დაცვით მოქმედებებზე“, – განაცხადა „პარი სენ-ჟერმენის“ წარმომადგენელმა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ თავად ნეიმარი არ აპირებს პარიზელებთან თანამშრომლობის გაგრძელებას კლუბის პრეზიდენტის ნასერ ალ-ხელაიფის შემდეგ.