პსჟ-მა „მილანის“ მეკარე გაიფორმა #1TVSPORT
იტალიელი მეკარე ალესანდრო ლონგონი „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა, – იტყობინება პარიზული კლუბის პრესსამსახური.
18 წლის მეკარესთან გაფორმდა კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე.
ლონგონიმ 2025-26 წლების სეზონში „მილანში“ 17 მატჩი ჩაატარა და აქედან ხუთ შეხვედრაში „მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი.