პსჟ-მა მაგნეს აკლიუშთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

00:05, 07.07.2026

„პარი სენ-ჟერმენს“ დაგეგმილი აქვს „მონაკოს“ შემტევი ნახევარმცველის, მაგნეს აკლიუშის გაფორმება, – წერს ინტერნეტგამოცემა RMC Sport-ი.

პარიზელებმა შეათანხმეს კონტრაქტი 24 წლის ფრანგ ფეხბურთელთან. აკლიუში დაიკავებს კორეელი ნახევარმცველის, კან-ინ ლის ადგილს, რომელიც 40 მილიონ ევროდ გადავიდა „ატლეტიკოში“.

მოლაპარაკებები „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მონაკოს“ შორის ახალი დაწყებულია. მონეგასკური კლუბი მზადაა, შეელიოს აკლიუშს, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ნაკრებთან ერთად იმყოფება მსოფლიო ჩემპიონატზე.

მსგავსი