პსჟ-მა ლუის ენრიკესთან და სამ ფეხბურთელთან კონტრაქტები გააგრძელა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად გაახანგრძლივა კონტრაქტი გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ლუის ენრიკესთან.
54 წლის ესპანელი სპეციალისტის ახალი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
გარდა ამისა, პარიზულმა კლუბმა ახალი კონტრაქტები გააფორმა მცველებთან – აშრაფ ჰაკიმისთან და ნუნუ მენდეშთან, აგრეთვე ნახევარმცველ ვიტინიასთან. სამივეს ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს.
ლუის ენრიკეს წინა კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურებოდა.