პსჟ-მა „ლილთან“ ლუკა შევალიეს ტრანსფერი შეათანხმა #1TVSPORT

19:44, 07.08.2025

„პარი სენ-ჟერმენმა“ შეანხმებას მიაღწია „ლილთან“ მეკარე ლუკა შევალიეს გადასვლაზე, – დაწერა გაზეთმა Le Parisien-მა.

კლუბებმა მოილაპარაკეს ტრანსფერზე, რომლის ღირებულებაა 40 მილიონი ევრო. 23 წლის ფრანგი პარიზელებთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის პირობები მან ჯერ კიდევ ივლისში შეათანხმა.

შევალიე „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი „ტოტენჰემთან“ უეფა-ს სუპერთასის მატჩის წინ გახდება. შეხვედრა 13 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი