„ბაიერნის“ ნახევარმცველმა, იოზუა კიმიხმა შეიძლება კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელოს.
პარიზულმა კლუბმა წინადადებით მიმართა გერმანელ ფეხბურთელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გადასვლის თაობაზე, – იტყობინება გაზეთ Bild-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი.
30 წლის კიმიხის კონტრაქტი „ბაიერნთან“ ამ სეზონის შემდეგ იწურება. თებერვლის ბოლოს „ბაიერნმა“ უკან გაიწვია შეთავაზება ხელშეკრულების გაგრძელებაზე გაუმჯობესებული პირობებით.
მიმდინარე სეზონში კიმიხმა ბუნდესლიგაში 23 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.