პსჟ-მა დემბელესთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

13:32, 31.08.2026

„პარი სენ-ჟერმენი“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს გარემარბ უსმან დემბელესთან.

საფრანგეთის ჩემპიონი მოელაპარაკა 29 წლის ფეხბურთელს ხელშეკრულებაზე, რომელიც 2030 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. დემბელეს მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე მოქმედებდა.

დემბელე „პარი სენ-ჟერმენში“ 2023 წლის ზაფხულიდან თამაშობს. გუნდთან ერთად მან სამჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი და ორჯერ – ჩემპიონთა ლიგა. 2025 წელს გარემარბი „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა.

მსგავსი