პსჟ-მა ახალ მეკარესთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

00:39, 04.08.2026

„პარმისა“ და იაპონიის ნაკრების მეკარემ, ზაიონ სუძუკიმ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტზე, რომელიც 2031 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

წყაროს ცნობით, „პარმამ“ თავის ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო მოითხოვა, რომელშიც ბონუსებიცაა გათვალისწინებული. უფრო ადრე პსჟ-მა იტალიურ მხარეს 33 მილიონი შესთავაზა, მაგრამ ახლა მზად არის, ახალი წინადადებით მიმართოს „პარმას“.

სუძუკი „პარმაში“ 2024 წლიდან გამოდის. მან სერია A-ში 57 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი