პსჟ კრიშტიანო რონალდოს 70 მილიონ ევროდ შეძენას შეეცდება
პსჟ კრიშტიანო რონალდოს 70 მილიონ ევროდ შეძენას შეეცდება

„პარი სენ-ჟერმენი“ მომავალი წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს შეძენას შეეცდება.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, პარიზელები პორტუგალიელში ხედავენ კილიან მბაპეს იდეალურ შემცვლელს, რომელიც შეიძლება პსჟ-დან წავიდეს და „რეალს” შეუერთდეს. ფრანგები მზად არიან 70 მილიონი ევრო გადაუხადონ „იუვენტუსს“.

თავად რონალდო ამ ტრანსფერში ხედავს შესაძლებლობას – გაიმარჯვოს ევროპაში ნაკლებად მომთხოვნ შიდა ჩემპიონატში. უახლოეს დროში, პორტუგალიელი შეხვედრას გამართავს ტურინელთა მთავარ მწვრთნელთან ანდრეა პირლოსთან, რათა მასთან განიხილოს საკუთარი მომავალი.

აღნიშნავენ, რომ „იუვენტუსს“ ძალიან უნდა რონალდოს შენარჩუნება და მზად არის ამისთვის მისი თანამემამულე რუბენ ნევეში შეიძინოს. 35 წლის ფორვარდს სურვილი აქვს „ვულვერჰემპტონის“ ფეხბურთელთან ერთ გუნდში ითამაშოს. ტრანსფერი, შესაძლოა, იანვარში განხორციელდეს და მისი ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი ევრო იქნება.

დღეისთვის, პორტუგალიელი კარანტინშია, რადგან მას კორონავირუსი აღმოუჩინეს. ამ სეზონში მან ორი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

კონტრაქტი რონალდოსა და „იუვენტუსს“ შორის 2022 წლის ივნისში იწურება.