პსჟ ხულიან ალვარესში 150 მილიონ ევროს იხდის #1TVSPORT
პსჟ ხულიან ალვარესში 150 მილიონ ევროს იხდის #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენი“ დაინტერესებულია მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდის, ხულიან ალვარესის შეძენით.

ინტერნეტტელევიზია El Chiringuito-ს ინფორმაციით, ფრანგული კლუბი მზად არის, 26 წლის არგენტინელში 150 მილინ ევროზე მეტი გადაიხადოს. ცნობილია, რომ თავდამსხმელის შეძენით ასევე „ბარსელონა“ ინტერესდება, მაგრამ კატალონურ გრანდს არ აქვს ამგვარი თანხის გადახდის შესაძლებლობა.

ალვარესმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა და 20 გოლითა და ცხრა შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი. მისი კონტრაქტი „ატლეტიკოსთან“ 2030 წლის ზაფხულამდეა ძალაში.