პსჟ ხოაკინ კორეას იმატებს #1TVSPORT
პსჟ ხოაკინ კორეას იმატებს #1TVSPORT

რომის „ლაციოს“ ფორვარდი ხოაკინ კორეა ახლოს არის „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლასთან, – წერს გამოცემა Sport Mediaset.

გარიგების მიხედვით, რომაული კლუბი პარიზელებისგან მიიღებს ესპანეთის ნაკრების შემტევს პაბლო სარაბიას და დამატებით 18 მილიონ ევროს.

29 წლის სარაბიამ 2020-21 წლების სეზონში „პარი სენ-ჟერმენში“ 37 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა. 26 წლის კორეას შარშანდელი სტატისტიკაა – 38 მატჩი, 11 გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა.