პსჟ კამავინგასთვის სოლიდურ თანხას ამზადებს #1TVSPORT

13:45, 21.02.2025

„პარი სენ-ჟერმენი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის სტრატეგიაზე მუშაობს და პოტენციურ ახალწვეულთა სიას ადგენს. ამ ჩამონათვალში ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველს ედუარდო კამავინგას.

პარიზულ კლუბს სერიოზულად აქვს განზრახული ფრანგი ფეხბურთელის მშობლიურ ჩემპიონატში დაბრუნება და მზად არის კამავინგას შეთავაზებით მიმართოს. გამოცემა Fichajes-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერი 22 წლის ფეხბურთელში 80 მილიონ ევროს იმეტებს.

კამავინგა „რეალში“ 2021 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი