პსჟ-ის პრეზიდენტი ადამიანის გატაცებისა და გამოძალვის სკანდალში ფიგურირებს #1TVSPORT
პსჟ-ის პრეზიდენტი ადამიანის გატაცებისა და გამოძალვის სკანდალში ფიგურირებს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი სერიოზული სკანდალის ცენტრში მოექცა – მას, შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს ყატარის არჩევაზე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლად.

როგორც გაზეთი Marca ფრანგულ გამოცემა Liberation-ზე დაყრდნობით წერს, ყატარელი ფუნქციონერი ადამიანის გატაცებისა და გამოძალვის სკანდალში ფიგურირებს.

წყაროს ცნობით, ალ-ჰელაიფის ფიზიკური ზეწოლა ჰქონდა ალჟირელ ბიზნესმენ ტაიებზე. ამ უკანასკნელმა მოიპოვა მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ უკანონოდ მიიღო ყატარმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა. ალ-ჰელაიფიმ დაავალა თავის ქვეშევრდომებს გაერკვიათ ურთიერთობა ბიზნესმენთან, რათა მსოფლიოს არ გაეგო კორუფციული სკანდალის შესახებ.

შედეგად, ტაიები ციხეში იმყოფებოდა 2020 წლის 13 იანვრიდან 1 ნოემბრამდე, სადაც მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ. საბოლოოდ, ბიზნესმენმა საიდუმლო მასალები ალ-ჰელაიფის ადვოკატებს გადასცა.