პსჟ იძულებულია ნეიმარი ან მბაპე გაყიდოს
პსჟ იძულებულია ნეიმარი ან მბაპე გაყიდოს

„პარი სენ-ჟერმენი“ იძულებული ხდება შეელიოს თავისი ორი ვარსკვლავიდან ერთ-ერთს. ლაპარაკია ნეიმარსა და კილიან მბაპეზე.

პარიზულმა კლუბმა მაინც ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ არ დაურღვევია ფინანსური ფეარ პლეი და იმისთვის, რომ არ გარიცხონ ევროთასებიდან და არ მიიღოს აკრძალვა ახალი ფეხურთელების შეძენაზე, აუცილებელია მომავალ სეზონამდე გაყიდოს ფეხბურთელები, რომელთა ჯამური ღირებულება 170 მილიონ ევრო იქნება, – იტყობინება „მედიაპარტი“ (Mediapart).

აღნიშნავენ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“, შესაძლოა, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას გაასხვისოს ნეიმარი ან მბაპე.