პსჟ იაპონიის ნაკრების მეკარის თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT
საფრანგეთის ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ აქტიურ ბრძოლაში ჩაება იაპონიის ნაკრებისა და „პარმის“ მეკარის, ზიონ სუძუკის შესაძენად. ამის შესახებ წერს La Gazzetta dello Sport-ი.
პარიზულმა კლუბმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები და ეს პროცესი სწრაფად ვითარდება. იაპონელი ფეხბურთელი ახლოსაა „პარმას“ დატოვებასთან, მით უმეტეს, რომ იტალიურმა კლუბმა უკვე შეიძინა სუძუკის ნაცვლად ჯოვანი დაფარა „იუვენტუსიდან“.
23 წლის სუძუკი იაპონიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყო მსოფლიო ჩემპიონატზე.