პსჟ ფილიპე კოუტინიოთი დაინტერესდა
პსჟ ფილიპე კოუტინიოთი დაინტერესდა

„ბარსელონას“ ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოს მიმართ დაინტერესებას „პარი სენ-ჟერმენი“ გამოთქვამს , – იტყობინება გაზეთი „ეკიპი“ (L’Equipe). პარიზელები 26 წლის ბრაზილიელში ხედავენ ედინსონ კავანის შემცვლელს, რომელმაც, შესაძლოა, 2019 წლის ზაფხულში საფრანგეთი დატოვოს.

უფრო ადრე, ესპანურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონაში“ კოუტინიოს თამაშით დიდად კმაყოფილები არ არიან. არადა, ეს ფეხბურთელი გასული წლის იანვარში ესპანურ გრანდს 135 მილიონი ევრო დაუჯდა.

ზაფხულში „ბარსელონა“ მზად იქნება შემტევ ნახევარმცველთან დაკავშირებით შესაფერისი წინადადება განიხილოს, რომელმაც წელს ესპანეთის ჩემპიონატში, 21 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.