„პარი სენ-ჟერმენი“ განიხილავს „ბარსელონას“ ფორვარდის, ფერან ტორესის კანდიდატურას იმ შემთხვევისთვის, თუ პარიზულ გუნდს დატოვებს ბრედლი ბარკოლა.
ტორესის მოქმედი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. უფრო ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონურ გრანდს ესპანელ ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურს.
გასულ სეზონში ფერან ტორესმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 49 მატჩში 21 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.