პსჟ ერიკ გარსიას სანაცვლოდ 70 მილიონ ევროზე მეტის გადახდას გეგმავს #1TVSPORT

21:44, 15.10.2026

„პარი სენ-ჟერმენი“ 2027 წლის ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრისთვის“ მზადებას იწყებს. პარიზული კლუბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე „ბარსელონას“ 25 წლის მცველი ერიკ გარსიაა, – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ესპანელი ფეხბურთელის დამატებით პირადად პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკეა დაინტერესებული. პარიზელები მზად არიან, გარსიას სანაცვლოდ 70 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადონ.

ესპანელ მცველს დაცვის ცენტრში და ფლანგზე თამაში შეუძლია. ის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, კატალონიურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი კი 2031 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ამ ეტაპზე კლუბებს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები არ დაწყებულა. პსჟ ტრანსფერის განხორციელებას 2027 წლის ზაფხულში გეგმავს.

მსგავსი