„პსჟ“ და „რეალი“ ნეიმარისა და ბეილის გაცვლას განიხილავენ
„პსჟ“ და „რეალი“ ნეიმარისა და ბეილის გაცვლას განიხილავენ

ბრაზილიელ ვარსკვლავ ნეიმარის „პარი სენ-ჟერმენიდან“ წასვლის კიდევ ერთი ვარიანტი გაჩნდა. როგორც გაზეთი „ინდეპენდენტი“ (The Independent) ამტკიცებს, პარიზული კლუბი და მადრიდის „რეალი“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ნეიმარისა და გარეტ ბეილის გაცვლის თაობაზე.

პარიზელები მზად არიან დააკმაყოფილონ უელსელი ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნები. შეგახსენებთ, რომ „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ არ სურს ბეილის თავის გუნდში ხილვა და მადრიდში უკვე მუშაობენ მის ტრანსფერზე.

თავის მხრივ, ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს, თუმცა მზად არის სხვა ვარიანტების განსახილველად. ბრაზილიელმა გაიფუჭა ურთიერთობა „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობასთან და მისი დარჩენა საფრანგეთის ჩემპიონის რიგებში ნაკლებად წარმოსადგენია.