პსჟ და რამდენიმე ტოპკლუბი ნიდერლანდების ნაკრების მეკარით ინტერესდებიან #1TVSPORT

17:55, 16.04.2026

„ბრაიტონისა“ და ნიდერლანდების ნაკრების მეკარემ, ბარტ ვერბრიუგენმა, შესაძლოა, რომელიმე ევროპულ გრანდში გააგრძელოს კარიერა.

როგორც ინგლისური პრესა წერს, 23 წლის ფეხბურთელზე პრეტენზიას აცხადებენ „პარი სენ-ჟერმენი“, „ბაიერნი“, „ჩელსი“ და „არსენალი“, ხოლო მთავარი პრეტენდენტია მილანის „ინტერი“.

ვერბრიუგენის სატრანსფერო ღირებულებაა 40 მილიონი ევრო. მან ამ სეზონში პრემიერლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, 37 გოლი გაუშვა და რვა მატჩში „მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი.

მსგავსი