პსჟ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ აკვირდებიან ვინისიუსთან დაკავშირებულ სიტუაციას #1TVSPORT
MADRID, SPAIN - OCTOBER 26: Vinicius Junior of Real Madrid looks on during the LaLiga match between Real Madrid CF and FC Barcelona at Estadio Santiago Bernabeu on October 26, 2024 in Madrid, Spain. (Photo by Angel Martinez/Getty Images)
„პარი სენ-ჟერმენი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ აკვირდებიან მადრიდის „რეალის“ გარემარბის ვინისიუსის კონტრაქტთან დაკავშირებულ სიტუაციას. ამის შესახებ წერს გამოცემა El Nacional.
ელოდებიან, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი მაინც დათანხმდება მადრიდულ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას, რომელსაც ვადა 2027 წლის ზაფხულში ეწურება.
მიუხედავად ამისა, თუ ვინისიუსი გადაწყვეტს „რეალის“ დატოვებას, პსჟ მზად არის გაიფორმოს ის თავისუფალი აგენტის სტატუსით კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს მაიკლ ქერიქს ასევე სურს ვინისიუსის ხილვა თავის გუნდში. ინგლისური კლუბი მზად არის ამ ზაფხულს ბრაზილიელის ტრანსფერში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს, ასევე ფეხბურთელი აქციოს პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ.