პსჟ აქტიურად მუშაობს მასტანტუონოს ტრანსფერზე #1TVSPORT
პსჟ აქტიურად მუშაობს მასტანტუონოს ტრანსფერზე #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენი“ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს „რივერ პლეიტის“ არგენტინელი ტალანტის, ფრანკო მასტანტუონოს შესაძენად. ფეხბურთელის წარმომადგენლებთან კონტაქტი, უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება.

ამ მომენტისთვის შეთანხმება მიღწეული არ არის, მაგრამ პარიზელები ცდილობენ, დაასწრონ რამდენიმე ევროპულ გრანდს, რომლებიც ასევე ავლენენ ინტერესს 17 წლის ნახევარმცველის მიმართ.

ფრანკო მასტანტუონომ „რივერ პლეიტის“ რიგებში 19 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.