პსჟ ადასტურებს – „არსენალთან“ განმეორებით შეხვედრაში, დიდი ალბათობით, უსმან დემბელე ვერ დაგვეხმარება #1TVSPORT
უსმან დემბელე, დიდი ალბათობით, „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ პარიზელებმა ლონდონში გამართული პირველი მატჩი 1:0 მოიგეს. ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე დემბელემ ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ გაიტანა. ფრანგი ფეხბურთელი მეორე ტაიმში იძულებული გახდა, ტრავმის გამო მოედანი დაეტოვებინა.
კლუბის სამედიცინო განყოფილებამ შემდეგი განცხადება გაავრცელა: „უსმან დემბელეს მარჯვენა ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული. მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. დამატებითი გამოკვლევა უახლოეს დღეებში ჩატარდება“.
მატჩის შემდეგ დემბელემ ჟურნალისტებს განუცხადა: „რაღაც ვიგრძენი, მაგრამ ეს ნორმალურია.“
მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კი განმარტა: „ეს სერიოზული ტრავმა არ არის, უმნიშვნელო დისკომფორტია. თუმცა მისი მონაწილეობა საპასუხო შეხვედრაში ალბათ კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. შევეცდებით, დემბელე მოედანზე დავაბრუნოთ. თუ უსმანი ითამაშებს, უკეთესი იქნება, მაგრამ თუ არა, ჩვენ მაინც იმისთვის ვიბრძოლებთ, რაზეც სეზონის დასაწყისიდან ვსაუბრობთ“.