„პროსტოსპორტი“ - ჯანო ანანიძის ამბავი გადაწყვეტილია, „სპარტაკი“ მას ახალ კლუბს მოუძებნის
„პროსტოსპორტი“ - ჯანო ანანიძის ამბავი გადაწყვეტილია, „სპარტაკი“ მას ახალ კლუბს მოუძებნის

ჯანო ანანიძისა და მოსკოვის „სპარტაკის“ გზები ზაფხულში საბოლოოდ გაიყოფა, – ამის შესახებ რუსული გამოცემა „პროსტოსპორტი“ (prostoprosport.ru) ამტკიცებს.

გამოცემა ამტკიცებს, რომ მოსკოვური კლუბი ზაფხულში ხუთ მოთამაშეს ტრანსფერზე დააყენებს და ქართველი მათ შორის იქნება: „გუნდი ტრანსფერზე დააყენებს ჰანის, ტაშაევს, ფერნანდოს, ზე ლუიშსა და ჯანო ანანიძეს. ამ სიაში ის მოთამაშეები მოხვდნენ, რომლებიც „სპარტაკის“ მწვრთნელის ტაქტიკურ სქემებს არ შეესაბამებიან ან მაღალი ხელფასები ვერ ამართლებს“.

რუსული გამოცემის წყარო ამტკიცებს, რომ „სპარტაკი“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ტრანსფერზე იმუშავებს.

შეგახსენებთ, ანანიძე სამარის „კრილია სოვეტოვში“ იჯარით ზამთარში გაუშვეს.