პროკურორი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ფაქტები დამახინჯებულია
პროკურორი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ფაქტები დამახინჯებულია

პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ფაქტები დამახინჯებულია.

„სასამართლოს მეგობრის მოსაზრება იყო წარმოდგენილი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს ინფორმაცია წინააღმდეგობაში იყო, როგორც ზოგადად, სასამართლოს მეგობრის სამართლებრივ ინსტიტუტთან, რადგან უამრავი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოება იყო დამახინჯებული. აბსოლუტურად ყველა მოსაზრებაში ფაქტობრივი გარემოებები იყო დამახინჯებული, არასრულად წარმოდგენილი და რაც ყველაზე მთავარია, ერთ-ერთი მოსაზრების ავტორი სრულად საქმის მასალებსაც არ იცნობდა, რადგანაც იქვე, მოსაზრებაში მითითებული იყო, რომ საქმის მასალებს იცნობდა 2020 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით. ბუნებრივია, მას შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, ძალიან ბევრი მტკიცებულება იქნა მოპოვებული. შესაბამისად მოსაზრების ავტორი არასრულყოფილად გაეცნო საქმის მასალებს, ყველა გარემოება იყო სუბიექტურად წარმოდგენილი. ასევე, ფაქტობრივი გარემოებები იყო დამახინჯებული. მიგვაჩნია, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა სასამართლოს მეგობარს“,​ როგორც ინსტიტუტს.

ბუნებრივია სასამართლომ ეს დაუშვა და რაც ყველაზე მთავარია, ამ მოსაზრების ავტორები დაიკითხებიან სასამართლოს წინაშე. ეს ძალიან კარგია და ძალიან სასარგებლოა სასამართლოსთვისაც. ბუნებრივია, ჩვენთვისაც, რადგან მოგვეცემა შესაძლებლობა, ძალიან ბევრი კრიტიკული კითხვა დასვათ იმ მოსაზრებებთან დაკავშირებით, რაც მათ მითითებული აქვთ.

შესავალ სიტყვაში, ბუნებრივია, გავამახვილეთ ყურადღება ყველა ძირითად მტკიცებულებაზე, რაც ადასტურებს როგორც წარდგენილ ბრალდებას, ასევე იმ ქმედებების ანატომიას. მოვახსენეთ სასამართლოს, რასაც ბრალდება დაცვას ედავება“, – აცხადებს პროკურორი მიხეილ სადრაძე.