პროკურატურამ ზუგდიდში მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ზუგდიდში მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ზ.კ-ს ბრალდება წარუდგინა.

„საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ზ.კ-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 ივლისს, ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ზ.კ-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნის ყოფილი ბიზნესპარტნიორის გ.ლ-სა და მისი შვილის გ.ლ.-ს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. სროლის შედეგად, მიღებული დაზიანებებით გ.ლ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი შვილი დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.

სამართალდამცველებმა ზ.კ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.