პროკურატურამ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი დავით გარეჯის საქმეზე დამატებით გამოკითხა
პროკურატურამ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი დავით გარეჯის საქმეზე დამატებით გამოკითხა

პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დამატებით გამოკითხა ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც საქართველოში რუკები ჩამოიტანა. ინფორმაცია ამის შესახებ ხიდაშელმა საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა.

როგორც ცნობილია, პირველი ჩვენება ბიზნესმენმა გამოძიებას რამდენიმე კვირის წინ მისცა. აღნიშნული ჩვენება ტოპოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის მოპოვებისა და ქართული მხარისთვის გადაცემის დეტალებს უკავშირდებოდა.

მის მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემული მასალების საფუძველზე კი, გენერალურმა პროკურატურამ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემისკენ მიმართულ ქმედებას გულისხმობს. ამ საქმეზე დაკავებულია 2006-2007 წლებში სადემარკაციო კომისიის ორი წევრი – ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ. საუბარია კომისიის შეთანხმებაზე, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანის მხარეს მოექცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი. ახლა გამოძიება სწორედ 2006-2007 წლებში სადემარკაციო კომისიის მუშაობის კანონიერებას სწავლობს.