პროკურატურა - წინა წელთან შედარებით, 2019 წელს ოჯახური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 15,8 პროცენტით გაიზარდა
პროკურატურა - წინა წელთან შედარებით, 2019 წელს ოჯახური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 15,8 პროცენტით გაიზარდა

2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ოჯახური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 15,8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2017 წელთან შედარებით 2018 წელს ოჯახური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე დევნის დაწყების მაჩვენებელი 99 პროცენტით არის გაზრდილი, – ამის შესახებ აღნიშნულია გენერალური პროკურატურის წლიურ ანგარიშში, რომელიც უწყებამ პარლამენტს წარუდგინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 2018 წელს დაიწყო 3 955 შემთხვევაზე, ხოლო 2019 წელს 4 579-ზე.

„როგორც ვხედავთ, ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ კვლავ ხორციელდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა. გაზრდილია პროკურორთა მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. შემცირდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მაჩვენებელიც. 2019 წელს საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ოჯახური დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა – 5,3 პროცენტთან“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი