პროკურატურა „ლაციოს“ წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს
პროკურატურა „ლაციოს“ წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს

იტალიის ფედერალურმა პროკურატურამ გააგრძელა გამოძიება რომის „ლაციოსთან“ დაკავშირებით, რომელმაც, სავარაუდოდ, დაარღვია ჯანდაცვის პროტოკოლი კორონავირუსის დადებითი ტესტების ფონზე.

როგორც წყარო იუწყება, პროკურატორამ ქალაქ აველინოს ლაბორატორიიდან COVID19-ის 95 ტესტი ამოიღო, რომელიც „ლაციოს“ ფეხბურთელებმა და პერსონალმა ჩააბარა. ამ ლაბორატორიის ხელმძღვანელი ამ მომენტისთვის ეჭვმიტანილია სამედიცინო დოკუმენტების ფალსიფიკაციაში. პროკურატურა მოითხოვს ამ ანალიზების გადამოწმებას აველინოს სხვა კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ ჩირო იმობილემ, ლუკაშ ლეივამ და ტომა სტრაკოშამ „ბრიუგესთან“ და „ზენიტთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩების წინ კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარეს, არადა, სერია A-ს მატჩების წინ, არა ერთხელ მათი ტესტები უარყოფითი შედეგის იყო.

ადრე გახდა ცნობილი, რომ „ლაციოს“ ფეხბურთელების უარყოფითი ტესტები აველინოს ლაბორატორიიდან, რომში გადამოწმების შემდეგ დადებითი აღმოჩნდა.