პროფკავშირების ცნობით, გაფიცვა საფრანგეთში შობის დღესასწაულზეც გაგრძელდება
პროფკავშირების ცნობით, გაფიცვა საფრანგეთში შობის დღესასწაულზეც გაგრძელდება

საფრანგეთში უკვე მეათე დღეა, გაფიცვაა. პარიზში მეტროსადგურის ცხრა ხაზი დღესაც დახურული იყო. შეფერხებით მუშაობს რკინიგზა. ავტობუსების 60 პროცენტი არ მუშაობს.

საფრანგეთის პროფესიული კავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აქციები საშობაო პერიოდშიც გაგრძელდება.

ისინი მთავრობის მიერ დაანონსებულ საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ გაფიცვა არ დასრულდება, ვიდრე მთავრობა რეფორმის განხორციელებაზე უარს არ იტყვის.

დატოვე კომენტარი