პროფესორი სარა გილბერტი - მაღალი შანსია, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და „ასტრაზენეკას“ ვაქცინა იანვრიდან გახდეს ხელმისაწვდომი
პროფესორი სარა გილბერტი - მაღალი შანსია, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და „ასტრაზენეკას“ ვაქცინა იანვრიდან გახდეს ხელმისაწვდომი

მაღალი შანსია, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ხელმისაწვდომი უკვე იანვრიდან გახდეს, – ამის შესახებ პროფესორმა სარა გილბერტმა განაცხადა, რომელიც ვაქცინაზე მომუშავე მცირე გუნდს ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

წლის ბოლომდე ვაქცინის მიღების შესაძლებლობის შესახებ საუბრისას სარა გილბერტმა თქვა, რომ ეს დამოკიდებულია ასაკობრივ ჯგუფზე და ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივი კომიტეტის პრიორიტეტებზე.

კითხვაზე, რამდენი ადამიანის აცრა არის საჭირო ცხოვრების ნორმალიზაციისთვის, პროფესორმა გილბერტმა აღნიშნა: „თუ ვცდილობთ, დავიცვათ ყველაზე დაუცველი ადამიანები, ამ ქვეყანაში ვგეგმავთ დაახლოებით 20 მილიონი ადამიანის იმუნიზაციას ასაკის გათვალისწინებით, ასევე წინა ხაზის ჯანდაცვის მუშაკების“.