პროფესორ ჯემალ ძაგანიას ევროპის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ტულინის პრემია მიენიჭა #1TVSPORT
პროფესორ ჯემალ ძაგანიას ევროპის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ტულინის პრემია მიენიჭა #1TVSPORT

სპორტის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ჯემალ ძაგანიას ევროპის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ტულინის პრემია მიენიჭა.

ევროპის სპორტისა და ფიზიკური აღზრდის საერთაშორისო ასოციაცია 1923 წელს ბრიუსელში დაფუძნდა. ტულინის პრემიას (დაარსდა 2010 წელს) სპორტისა და ფიზიკური აღზრდის დარგში გამორჩეულ მოღვაწეებს გადასცემენ, რომლებმაც როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო დონეზე ფიზიკური აღზრდისა და სპორტული მეცნიერების განვითარების სფეროში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია FIEPS-ის მე-17 კონგრესის მიმდინარეობისას გაიმართება, რომელსაც 24-დან 28 მაისის ჩათვლით რუმინეთის ქალაქი გალაცი უმასპინძლებს.