პროფესიული კრივი | ლაშა გურულმა „უემბლის“ სტადიონზე ჯეიმს ფრენსისი დაამარცხა #1TVSPORT
პროფესიული კრივი | ლაშა გურულმა „უემბლის“ სტადიონზე ჯეიმს ფრენსისი დაამარცხა #1TVSPORT

ლაშა გურულმა პროფესიულ კრივში თავისი მეორე ბრძოლა ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე ბრიტანელ ჯეიმს ფრენსითან ჩაატარა და მეოთხე რაუნდში მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

28 წლის ლაშა გურულმა პროფესიულ კრივში თავისი პირველი ბრძოლა მარტში ქალაქ რუსთავში გამართულ Martlab boxing promotion-ის ღონისძიებაზე ჩაატარა და განელ ბერნარდ აბეის სძლია.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მოკრივემ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.