პროფესიონალი მებრძოლების გამოხმაურება ჯონ ჯონსის გადაწყვეტილებაზე
პროფესიონალი მებრძოლების გამოხმაურება ჯონ ჯონსის გადაწყვეტილებაზე

ჯონ ჯონსსა და დანა ვაიტს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა საკუთარი ტიტული ვაკანტური გახადა და ორგანიზაციიდან დროებით წასვლის შესახებ განაცხადა. მომხდარზე საკუთარი აზრი პროფესიონალმა მებრძოლებმა სოციალურ ქსელებში გამოთქვეს.

დომინიკ რეიესი:თუ სიმართლეა ძალიან გულდასაწყვეტია, თუმცა შოუ უნდა გაგრძელდეს“.

რაიან ბადერი: „აუციელბლად ის უნდა გააკეთო რაც შენთვის უკეთესი იქნება. ყოველთვის არის სხვა ვარიანტი. ბელატორი ჩვენი რემატჩის ორგანიზებას სიამოვნებით გააკეთებდა“.

ანჰიზერ ასკრენი: „UFC- ისთვის მძიმე პერიოდია. 125-ის, 135-ის ტიტულები ვაკანტურია, 145, 155 და 185-ის ჩემპიონები კორონავირუსის გამო შტატებში მოხვედრას ვერ ახერხებენ. ახლა კი 205-ის ტიტულიც ვაკანტურია“.

ანჰიზერ ასკრენი: „იქნებ კორმიე vs ნგანუ დროებითი ტიტულისთვის?“

მარკ კოლმანი: „ჯონსი და ვაიტი აუცილებლად მოაგვარებენ ამ პრობლემას. UFC  შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ლიგაა და ჯონსისთვის სხვა ადგილი უბრალოდ წარმოუდგენელია“.