პროფესიონალი ფეხბურთელების მსოფლიო ასოციაციამ 2025 წლის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა #1TVSPORT
პროფესიონალი ფეხბურთელების მსოფლიო ასოციაციამ (FIFPro) 2025 წლის სიმბოლური გუნდი დაასახელა.
თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ხუთი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენიდან“ მოხვდა, რომელმაც მიმდინარე წელს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო. ორ-ორი მოთამაშე მადრიდის „რეალიდან“ და „ბარსელონადან“ არიან, თითო მოთამაშე კი – „ლივერპულიდან“ და „ჩელსიდან“.
FIFPro-ს სიმბოლური თერთმეტეული:
მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/„მან.სიტი“)
მცველები: აშრაფ ჰაკიმი, ნუნუ მენდეში (პსჟ), ვირჯილ ვან დაიკი („ლივერპული“)
ნახევარმცველები: ვიტინია (პსჟ), პედრი („ბარსელონა“), ჯუდ ბელინგემი („რეალ მადრიდი“), კოულ პალმერი („ჩელსი“)
თავდამსხმელები: ლამინ იამალი („ბარსელონა“), კილიან მბაპე („რეალ მადრიდი“), უსმან დემბელე (პსჟ)
ჯანლუიჯი დონარუმა ამჟამად „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობს, თუმცა გუნდში „პარი სენ-ჟერმენში“ ნაჩვენები შედეგებით მოხვდა.
სიმბოლური თერთმეტეული მსოფლიოს მასშტაბით 20 000 პროფესიონალი ფეხბურთელის გამოკითხვის შედეგად შეირჩა.
This is the 2025 FIFPRO Men’s #World11, voted by players worldwide.
🇮🇹 Gianluigi Donnarumma
🇲🇦 @AchrafHakimi
🇵🇹 Nuno Mendes
🇳🇱 @VirgilvDijk🏴 @BellinghamJude
🏴 Cole Palmer
🇪🇸 @Pedri
🇵🇹 @Vitinha🇫🇷 @DemBouz
🇫🇷 @KMbappe
🇪🇸 Lamine Yamal pic.twitter.com/yDeqAfQz2y— FIFPRO (@FIFPRO) November 3, 2025