პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ მაიამის „მასტერსის“ ვირტუალური გათამაშება დაიწყო - ბასილაშვილი დავიდ ფერერთან დამარცხდა
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ მაიამის „მასტერსის“ ვირტუალური გათამაშება დაიწყო - ბასილაშვილი დავიდ ფერერთან დამარცხდა

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) მაიამის „მასტერსის“ ვირტუალური ტურნირი დაიწყო. შედგა სატურნირო ბადე, რომელშიც ATP-ის ამჟამინდელი რეტინგის TOP32-ის ჩოგბურთელები და წარსულის ლეგენდები მოხვდნენ.

წყვილებში გამარჯვებული ვლინდება ATP-ის ვებგვერდის და ოფიციალური „ტვიტერის” მომხმარებელთა ხმის მიცემით.

27-ე ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე პირველ წრეში ესპანელი დავიდ ფერერი იყო. ქართველმა ხმები მხოლოდ 13.8 პროცენტი მიიღო, ფერერმა – 86.2 და მეორე წრეში გავიდა.

1/32 ფინალის სხვა შედეგები:

ჯოკოვიჩი-აგასი 59.2%-40.8%

კაფელნიკოვი-კრაინოვიჩი 65.3%-34.7%

ვავრინკა-ბრუგერა 92.4%-7.6%

დელ პოტრო-გოფენი 83.1%-16.9%

ბეკერი-შვარცმანი 58.1%-41.9%

გარინი-ლუბიჩიჩი 62.2%-37.8%

მაკინროი-რაონიჩი 73.7%-26.3%

მედვედევი-კურიე 62.4%-37.6%

ტიმი-კონორსი 67.8%-32.2%

კრაიჩეკი-იურკაში 50.7%-49.3%

ბერდიხი-ფრიტცი 74.9%-25.1%

დავიდენკო-შაპოვალოვი 60.1%-39.9%

ხაჩანოვი-გროსჟანი 65.2%-34.8%

ისნერი-მუსტერი 51.7%-48.3%

რიოსი-დე მინორი 66.6%-33.4%

როდიკი-ბერეტინი 84.7%-15.3%

ზვერევი-ჩანგი 59.9%-40.1%

ნიშიკორი-ივანიშევიჩი 57.9%-42.1%

ლაიოვიჩი-მეჩირჟი 66.1%-33.9%

საფინი-ბაუტისტა აგუტი 73.3%-26.7%

მოია-ფონინი 57.7%-42.3%

ჰიუიტი-პერი 72.1%-27.9%

ლენდლი-კარენიო ბუსტა 75.4%-24.6%

ფედერერი-ბორგი 84.5%-15.5%

მარეი-ციციპასი 70.0%-30.0%

ედბერგი-ევანსი 77.7%-22.3%

დიმიტროვი-რაფტერი 62.3%-37.7%

რუბლიოვი-მაიოტი 82.9%-17.1%

მონფილსი-კუერტენი 56.0%-44.0%

სამპრასი-ოჟე ალაისიმი 80.9%-19.1%

ნადალი-ვილანდერი 82.9%-17.1%

ტურნირის გამარჯვებული ორშაბათს გამოვლინდება.