პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ 2019 წლის ლაურეატები დაასახელა
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ 2019 წლის ლაურეატები დაასახელა

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) სხვადასხვა ნომინაციაში ყოველწლიური პრიზების მფლობელები გამოავლინა.

წლის მოთამაშე ფანების ვერსიით გახდა შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი, რომელიც „უიმბლდონის” ფინალამდე მივიდა და რეიტინგის მესამე ადგილზე დაასრულა სეზონი.

სტეფან ედბერგის პრიზი „სპორტული საქციელისთვის და პატიოსანი თამაშისთვის“ მიიღო მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა. მან გასულ სეზონში „დიდი სლემის” ორი ტურნირი – როლან გაროსი და აშშ-ის ღია პირველობა მოიგო.

წლის დაბრუნების პრიზი მიიღო ბრიტანელმა ენდი მარეიმ. 32 წლის ჩოგბურთელი მძიმე ოპერაციის შემდეგ დაბრუნდა კორტზე და ანტვერპენში ტურნირი მოიგო – პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში.

გარდა ამისა, სეზონის ლაურეატები გახდნენ – სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი (არტურ ეშის ჯილდო „ადამიანობისთვისა და ქველმოქმედებისთვის“), იტალიელი მატეო ბერეტინი („წლის პროგრესი“) და იტალიელი იანიკ სინერი („წლის ახალბედა“).