პროცესის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს - ვიდეორეფერის სატესტო მატჩებს ფიფა-ს პოლონელი ინსტრუქტორი დაესწრო #1TVSPORT
პროცესის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს - ვიდეორეფერის სატესტო მატჩებს ფიფა-ს პოლონელი ინსტრუქტორი დაესწრო #1TVSPORT

ვიდეორეფერის საქართველოში დანერგვის მოსამზადებელი პროცესის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„11-დან 24 სექტემბრის ჩათვლით, სამოყვარული, ასაკობრივი და რეგიონული ლიგის მატჩებზე, ვიდეორეფერის სისტემის ტესტირება მიმდინარეობს. დასკვნითი ეტაპის ფარგლებში, სისტემა ჯამში 12 თამაშზე იქნება გამოყენებული. 14 და 15 სექტემბერს, სატესტო მატჩებს ფიფა-ს პოლონელი ინსტრუქტორი, მაცეი ვიერზბოვსკი დაესწრო“, – წერია სფფ-ს გავრცელებულ ცნობაში.

მიმდინარე ეტაპის დასრულებისა და ფიფა-სგან შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ, საქართველოში ოფიციალური მატჩების ჩატარება ვიდეორეფერის თანხლებით გახდება შესაძლებელი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-ს ინსტრუქტორებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად, ქვეყანაში მსაჯის ვიდეოასისტენტის დანერგვაზე გასული წლიდან მუშაობს. სამუშაო ჯგუფს ფიფა-ს ყოფილი არბიტრი, გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელობს. პროექტის ფარგლებში ვიდეორეფერის სისტემის დანერგვა მიმდინარე წლიდან იგეგმება.