„პრო რეკო“ – „დინამო თბილისი“ საქართველოს პირველ არხზე 23:30 საათზე დაიწყება | წყალბურთი

14:23, 09.12.2019

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის მორიგ მატჩს თბილისის „დინამო“ იტალიურ „პრო-რეკოსთან“  გამართავს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამო“ ბოლო შეხვდერაში შინ გერმანულ „ჰანოვერს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 10-11 დამარცხდა.

იტალიური „პრო-რეკო“ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია და თბილისის „დინამოს“ წინ რთული გამოცდა ელოდება.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი გენუადან, თბილისის დროით 23:25 საათზე შემოგთავაზებთ.

მსგავსი