Pro Future Stars - სამი ქართველი ტალანტი 22 წლისაა და სამივე ისტორიულ კლუბში თამაშობს #1TVSPORT
Pro Future Stars - სამი ქართველი ტალანტი 22 წლისაა და სამივე ისტორიულ კლუბში თამაშობს #1TVSPORT

საფეხბურთო ვებგვერდი Pro Future Stars-ი საქართველოს ნაკრების სამი ტალანტის შესახებ წერს.

გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“ – 22 წლის, მეკარე);

ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“ – 22, მარცხენა შემტევი);

გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“ – 22, ცენტრფორვარდი).

საქართველოს სამი საუკეთესო ტალანტი 22 წლისაა და სამივე ისტორიულ ევროპულ კლუბში თამაშობს“, – წერია Pro Future Stars-ის გვერდზე.

ვებგვერდი სტატიებს სხვადასხვა საინტერესო თემებზე აქვეყნებს – ერთი გუნდიდან ყველაზე ძვირად გაყიდულ მოთამაშეებზე, ეროვნულ ნაკრებში ყველაზე პატარა ასაკში გამოძახებულ ფეხბურთელებზე, კლუბებზე, რომლებიც საინტერესო ტალანტებს ზრდიან.

მაგალითად, ბოლო წერილი ფრანკფურტის „აინტრახტს“ ეხება, რომელიც ცენტრფორვარდების ყიდვა/გაყიდვის სპეციალისტად მონათლეს – გერმანულმა გუნდმა 179 მილიონი ევრო მხოლოდ სამი მოთამაშის ტრანსფერით მოიგო.

მაგალითად, სებასტიენ ჰალერი ​შვიდ მილიონ ევროდ შეიძინა და 50 მილიონად „ვესტ ჰემში“ გაყიდა. ლუკა იოვიჩი 22 მილიონ ევროდ დაიმატა და შემდეგ მადრიდის „რეალში“ 63 მილიონად გაუშვა, ხოლო უფასოდ გადაბირებული ​რენდალ კოლო-მუანის ტრანსფერში „პარი სენ-ჟერმენმა“ 95 მილიონი ევრო გადაიხადა.

ბოლო ამბებიდან საინტერესო ისაა, რომ სენეგალის ნაკრებში ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე 15 წლის თავდამსხმელი, ამარა დიუფი მიიწვიეს, ხოლო ესპანეთის ნაკრებში „ბარსელონას“ 16 წლის შემტევი, ლამინ იამალი, რომელმაც, შესაძლოა, 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშოს.