პრინს უილიამსი კარიერას „ტიტებში“ განაგრძობს
პრინს უილიამსი კარიერას „ტიტებში“ განაგრძობს

საკალათბურთო სუპერლიგის კლუბ „ტიტების“ მეოთხე ლეგიონერი პრინს უილიამსი გახლავთ,  რომელმაც გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

28 წლის უკანახაზელი, სუპერლიგაში მეორედ ითამაშებს – 2018-2019 წლებში იგი „მგზავრების“ ღირსებას იცავდა. პრინსის საშუალო მონაგარი 15 ქულას, 5 მოხსნას და 2,5 პასს შეადგენდა.

უილიამსი მგზავრებთან ერთად ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა და საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც სწორედ „ტიტებთან“ დამარცხდა.

მგზავრებიდან პრინსმა კარიერა საბერძნეთის უმაღლესი ლიგის „რიტმინოში“ განაგრძო, საიდანაც ფილიპინების ჩემპიონატს მიაშურა და „ალაბ ფილიპინას“ ღირსებას იცავდა.

„ტიტების“ პრესსამსახური