პრინცმა ჩარლზმა ლუის ჰემილტონი რაინდად აკურთხა #1TVSPORT
პრინცმა ჩარლზმა ლუის ჰემილტონი რაინდად აკურთხა #1TVSPORT

უელსის პრინცმა ჩარლზმა ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, „მერსედესის“ პილოტი ლუის ჰემილტონი რაინდად აკურთხა. ცერემონია უინძორის სასახლეში გაიმართა. მრბოლელი ღონისძიებას დედასთან ერთად დაესწრო.

ჰემილტონი მეოთხე რაინდია ფორმულა 1-ის პილოტებს შორის. ადრე ტიტული მიენიჭათ ჯეკი სტიუარტს (2001), სტირლინგ მოსსა (2000) და ჯეკ ბრებემს (1979).

ლუის ჰემილტონი 2021 წლის სეზონში ახლოს იყო მერვე ჩემპიონობასთან, მაგრამ დასკვნით ეტაპზე აბუ დაბიში პირველი ადგილი და ტიტული „რედ ბულის“ პილოტ მაქს ფერსტაპენთან ბრძოლაში დათმო.