პრინციპულ თამაშში მთავარი მწვრთნელის გარეშე - ნემსაძე კარანტინშია
პრინციპულ თამაშში მთავარი მწვრთნელის გარეშე - ნემსაძე კარანტინშია

3 ნოემბერს გორში, „დილა“, „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“, „დინამო თბილისს“ პრინციპულ მატჩში უმასპინძლებს. თუმცა, გუნდს მოედანზე მთავარი მწვრთნელის ნაცვლად მისი ასისტენტი გაიყვანს.

საქმე ისაა, რომ პირველი არხის ცნობით, კორონავირუსის საფრთხის გამო „დილას“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე კარანტინშია – გორელთა დამრიგებელს ბოლო დღეებში გუნდთან შეხება არ ჰქონია, არ ავარჯიშებდა და „დილაში“ ამის საფრთხე არაა. საწვრთნელ პროცესს კი ნემსაძე მხოლოდ 8 ნოემბრიდან დაუბრუნდება.

3 ნოემბერს გორში ეროვნული ლიგის მე-15 ტურის შეხვედრა გორის „დილასა“ და „დინამო თბილისს“ შორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება. „დინამო“ 25 ქულით მეორე ადგილზეა და ბათუმის „დინამოს“ ქულით ჩამორჩება, ხოლო „დილა“ მესამეზეა (24 ქულა) – ამდენად, მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.