პრეზიდენტთან ერთად, აშშ-ში 35 სენატორს ირჩევენ
პრეზიდენტთან ერთად, აშშ-ში 35 სენატორს ირჩევენ

პრეზიდენტთან ერთად, აშშ-ში 35 სენატორს ირჩევენ. კონგრესის ზედა პალატაში სულ 100 ადგილია.

ამჟამად სენატში უმრავლესობას „რესპუბლიკელები“ ფლობენ, „დემოკრატებს“ გამარჯვებისთვის ოთხი ადგილის მოგება სჭირდებათ.

ამ ეტაპზე, ერთადერთი შტატი, სადაც „დემოკრატებმა“ „რესპუბლიკელი“ სენატორის დამარცხება შეძლეს, კოლორადოა. ამ შემთხვევაში, წარმატებას ყოფილმა გუბერნატორმა, ჯონ ჰიკენლუპერმა მიაღწია და ის სენატში კორი გარდნერის ადგილს დაიკავებს.

სენატში „რესპუბლიკელების“ უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელიმ და დონალდ ტრამპის მოკავშირე ლინდსი გრემმა ასევე შეინარჩუნეს ადგილი სენატში. ამასთან, ალაბამაში „რესპუბლიკელმა“ ტომი ტაბერვილმა გაიმარჯვა, რომელიც სენატში „დემოკრატ“ დაგ ჯონსს შეცვლის.

სენატორებს ექვსი წლის ვადით ირჩევენ. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ სენატის შემადგენლობის 2/3 არჩევნებით იცვლება.