პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

00:23, 08.08.2021

2008 წლის აგვისტოში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ  საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

​2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი შესრულდა.

მსგავსი