პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ვაჟა გაფრინდაშვილს ესაუბრა
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ვაჟა გაფრინდაშვილს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ესაუბრა და ცხინვალის ციხიდან გათავისუფლება მიულოცა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს.

„პრეზიდენტი მოხარულია, რომ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ექიმი შობა-ახალი წლის დღესასწაულებს ოჯახთან და ახლობლებთნ ერთად შეხვდება.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზოგადოებას და ყველას, ვინც აქტიურად იყო ჩართული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში“, – აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.

დატოვე კომენტარი