პრესა - ნეიმარს არ სურს „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩენა
პრესა - ნეიმარს არ სურს „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩენა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ ნეიმარს არ სურს პარიზულ კლუბში დარჩენა.

გამოცემა „დიარიოს“ ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი იმედოვნებს „ბარსელონაში“ დაბრუნებას, რომლის რიგებშიც 2013-17 წლებში თამაშობდა. ბრაზილიელს არ მოსწონს დაბალი კონკურენცია ლიგა 1-ში, აგრეთვე, ვერ გრძნობს თავს ბედნიერად ამჟამინდელ კლუბში.

იტყობინებიან, რომ ნეიმარმა იცის „ბარსელონას“ ფინანსური სირთულეების შესახებ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე შეიქმნა. ესპანური პრესის ინფორმაციით, იქამდე, სანამ ნეიმარს გაიფორმებს, კატალონურ გრანდს მოუწევს რამდენიმე ფეხბურთელთან გამოთხოვება და ბრაზილიელისთვის ხელფასის შემცირების შეთავაზება.

ნეიმარის მიმდინარე ხელშეკრულება „პარი სენ-ჟერმენთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.