პრესა - კოპა ამერიკას კორონავირუსის გამო 2021 წელს გადაიტანენ
პრესა - კოპა ამერიკას კორონავირუსის გამო 2021 წელს გადაიტანენ

2020 წლის კოპა ამერიკა, რომელიც ამ ზაფხულს არგენტინასა და კოლუმბიაში უნდა გაიმართოს, შესაძლოა, 2021 წლისთვის გადაიტანონ.

წყაროს ცნობით, უახლოეს დროში ოფიციალურად დაადასტურებენ ტურნირის 2021 წლისთვის გადატანას კორონავირუსის პანდემიის გამო.

უფრო ადრე, ფიფა გამოვიდა რეკომენდაციით – გაუქმდეს მარტში გასამართი ამხანაგური მატჩები, აგრეთვე, მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი თამაშები სამხრეთ ამერიკაში.