პრესა - ბუნდესლიგაში სეზონი უახლოეს უქმეებზე დასრულდება, ჩემპიონი არ გამოვლინდება
პრესა - ბუნდესლიგაში სეზონი უახლოეს უქმეებზე დასრულდება, ჩემპიონი არ გამოვლინდება

ცნობილი გახდა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მოვლენათა სავარაუდო განვითარების შესახებ გერმანიის ჩემპიონატში.

16 მარტს, გერმანიის საფეხბურთო ლიგა მიიღებს გადაწყვეტილებას მიმდინარე სეზონთან დაკავშირებით. ინტერნეტ-გამოცემა Express.de-ის ინფორმაციით, პირველი და მეორე ბუნდესლიგა ვადაზე ადრე დასრულდება და გამარჯვებული არ გამოვლინდება. 2019-20 წლების გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტური გახდება – 26-ე ტური, რომლის მატჩებიც 13-16 მარტს გაიმართება.

გარდა იმისა, რომ არ გამოვლინდება ჩემპიონი, ასევე ბუნდესლიგიდან არ გავარდება არც ერთი გუნდი. პირიქით, ტურნირს შეავსებს ოთხი გუნდი მეორე ბუნდესლიგიდან. ასე რომ, 2020-21 წლების სეზონში მთავარ გერმანულ საფეხბურთო ლიგაში 22 გუნდი ითამაშებს.

გერმანიის 26-ე ტურის მატჩები მაყურებლების გარეშე ჩატარდება.