პრესა არგენტინის ხორვატიასთან მარცხს ეხმაურება
პრესა არგენტინის ხორვატიასთან მარცხს ეხმაურება

რას წერენ არგენტინასა და ესპანეთში არგენტინის წაგებასა და ლიონელ მესის ცუდი თამაშის შესახებ.

OLE (არგენტინა): თურმე შესაძლებელია იმაზე ცუდად თამაში, ვიდრე ისლანდიასთან

“არგენტინა ნაწილებად დაიშალა მეკარის შეცდომის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია იმაზე ცუდად თამაში, ვიდრე ისლანდიის წინააღმდეგ… თურმე შესაძლებელია ისტორიული ჩავარდნა განიცადო… შესაძლებელია იყო ამდენად აპათიური… შესაძლებელია გაუშვა ერთ-ერთი ყველაზე სულელური გოლი მსოფლიოს ჩემპიონატზე… შესაძლებელია ნახო საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე ცუდ მატჩს ატარებს ისტორიაში… არგენტინამ სამართლიანად წააგო ხორვატიასთან.
მატჩის მსვლელობა თავიდანვე ცხადი იყო: როცა ხორვატები უტევდნენ, არგენტინა დიდ პრობლემებს განიცდიდა და შიშის გრძნობა გეუფლებოდა. მესი მზად იყო მეტოქეზე ზეწოლისთვის, მაგრამ იშვიათად იხსნებოდა პასის მისაღებად. მატჩის ბოლოს ლეოს უმწეო გამომეტყველებამ კარგად გამოხატა გუნდის ხასიათი. არგენტინამ არ გააკეთა საკმარისი იმისთვის, რომ არ მიეღო თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა”.

CLARIN (არგენტინა): არგენტინას გუნდი არ ჰყავს

“შეუძლებელია უცებ, მოულოდნელად იპოვო გუნდი, განსაკუთრებით მსოფლიოს ჩემპიონატის დროს. ეს სასწაულის ტოლფასია. თუმცა, ნაკრებში სცადეს ამის გაკეთება, როცა მესის გარშემო გააერთიანეს ფეხბურთელები და იმედი ჰქონდათ, რომ ეს მოთამაშეები კარგ მატჩებს ჩაატარებდნენ მოხერხებული მწვრთნელის ხელმძღვანელობით. მაგრამ, ამ გუნდს არ ძალუძს სიცოცხლის გაგრძელება და ოცნება. ასე რომ, მისთვის ჩემპიონატის პრაქტიკულად დასრულებულია.

მიუხედავად იმისა, რომ კაბალიეროს შეცდომამ შეცვალა მატჩის მსვლელობა, მისგან მთავარი დამნაშავის შექმნა – სისასტიკე იქნებოდა. მესი? სად იყო ლეო? რა სჭირს კაპიტანს? რატომ გამოცოცხლდა, თანაც ნაწილობრივ, მხოლოდ გაშვებული გოლის შემდეგ? სამპაოლი? რა გადაწყვეტილება მოიფიქრა მწვრთნელმა? ნაკრები უბრალოდ არ არსებობს. ძალიან სამწუხაროა”.

EL DIA (არგენტინა): სირცხვილი

სამპაოლის გუნდმა საშინელი მატჩი ჩაატარა, ბევრი შეცდომა დაუშვა დაცვაში და ახლა, შეიძლება ვერც გავიდეს პლეი ოფში. ეს გუნდი დაკარგულია და არ შეუძლია ხარისხიანი ფეხბურთის თამაში. ნაკრებმა ვერაფერი უჩვენა ხორვატიასთან მატჩში: არ იყო ფეხბურთი და არ იყო სურვილი. ასე რომ, შემდეგ რაუნდში გასვლა – უბრალოდ უტოპიაა”.

MARCA (ესპანეთი): არგენტინა დაამცირეს, მესი გაქრა

“კაბალიეროს კატასტროფულმა ჩავარდნამ მოიტანა არგენტინის მარცხი. ეს იყო მძიმე ღამე გუნდისთვის, რომელიც ხორვატიამ გაანადგურა. რა თქმა უნდა, ახლა სამპაოლის გაანადგურებენ იმის გამო, რომ აქცენტი კაბალიეროზე გააკეთა. ერთი თვით ადრე, გულშემატკივრები თხოვდნენ საქმეში გამოეცადა ევროპაში უცნობი, მაგრამ “რივერ პლეიტში” შესანიშნავი სეზონის ავტორი არმანი.
მესი? მას თითქმის არაფერი გაუკეთებია. არგენტინელი “ღმერთი”, უბრალოდ, სადღაც გაქრა. და ეს განაჩენია – გუნდი არ თამაშობს და ძალიან არის დამოკიდებული ლეოზე. საუკეთესოს არ შეუძლია ყოველთვის წარმოაჩინოს საკუთარი თავი”.

SPORT (ესპანეთი): არგენტინა – ეს დრამაა

“არგენტინა – ეს ყოველთვის დრამაა. ეს ჯერ კიდევ თამაშამდე ცხადი იყო. წაგება კი სასტიკი აღმოჩნდა, მაგრამ, უკიდურესად სამართლიანი. არგენტინა იმაზე უარესი გეჩვენება, ვიდრე სინამდვილეში მოჩანს და ჩემპიონატი შეიძლება მისთვის ასეთი კატასტროფით დასრულდეს. მხოლოდ ლოცვა რჩება.
ლეო მესი იშვიათად იღებდა ბურთს – არასაკმარისად აქტიური იყო იმისთვის, რომ არგენტინელებს მატჩის მსვლელობისას მოემატებინათ. ამ შეხვედრაში მეტოქე კლდესავით იდგა. არგენტინელთა ზურგჩანთა კი თითქოს ქვებით იყო სავსე. ასე თამაში არ შეიძლება. ასე რომ, უბრალოდ სასწაულია, რომ ამგვარ ატმოსფეროში გუნდმა ბოლო წლებში სამჯერ ითამაშა ფინალებში“.

 

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!